გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ჯონ მაკკეინი წარმოუდგენელი დანაკარგია საქართველოსთვის და ძალიან მძიმე დანაკარგი მსოფლიოსთვის

26-08-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას  სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მისი თქმით, მაკკეინი საქართველოსი და პირადად მისი ყველაზე დიდი მეგობარი იყო და ის მთელი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი დანაკარგია.

                                       

„ჯონ მაკკეინი ყველაზე დიდი მეგობარი იყო, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს დასავლეთში და საერთოდ მსოფლიოში. მაკკეინი ყველაზე დიდი მეგობარი იყო, რომელიც ოდესმე მყოლია ცხოვრებაში.  ეს არის წარმოუდგენელი დანაკარგი საქართველოსთვის და ძალიან მძიმე დანაკარგი მსოფლიოსთვის. ყველამ უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას და გავიხსენოთ, რომ ის იყო საქართველოს ეროვნული გმირი და არა მხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი. რატომ იყო საქართველოს ეროვნული გმირი?!-იმიტომ, რომ  ყველა გადამწყვეტ მომენტში, ყოველთვის იდგა ჩვენი ერის გვერდზე, ყოველთვის გადაგვეფარა, ყოველთვის გაგვიმართა ხელი, ყოველთვის ბოლომდე დაგვიჭირა მხარი. ჩვენ მრავალათასწლოვან ისტორიაში ძალიან ცოტა არის ასეთი მაგალითი. ჩვენთვის, ყველასთვის არის დიდი პატივი, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობდით და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ მისი საქმე. მისი საქმის ბოლომდე მიყვანა იქნება საქართველოს გამარჯვება, გამთლიანება, საბოლოო განთავისუფლება,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930