გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: შვეიცარული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის წართმეული აქტივების 5%-ია დაბრუნებული, დანარჩენს შეექმნა დაბრკოლება, მიზეზი ახსნადია - მასზე ზეწოლა, რადგან საქართველო არავის ვასალი არაა და აქ მშვიდობას ვინარჩუნებთ

18-07-2023

აშშ-ის deep state ("ღრმა სახელმწიფო") ფესვგამდგარია არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ გლობალურად. თუმცა, ყველანაირ მონსტრთან გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ სიმართლითა და მოთმინებით, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, “კრედიტ სუისის” წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ დავასთან დაკავშირებით ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

 

აბაშიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის აქტივების დაბრუნებასთან დაკავშირებული სირთულეები ახსნადია. მისი თქმით, ფინანსური დაბრკოლების მიზეზია “ქართული ოცნების” მიერ მშვიდობის შენარჩუნება და ვასალურ დამოკიდებულებაზე უარის თქმა.

 

“აშშ-ის deep state ("ღრმა სახელმწიფო") ფესვგამდგარია არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ გლობალურად. თუმცა, ყველანაირ მონსტრთან გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ სიმართლითა და მოთმინებით. შვეიცარული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ყაჩაღურად წართმეული აქტივების დაახლოებით 5%-ია დაბრუნებული, დანარჩენს შეექმნა დაბრკოლება ამერიკის deep state-ს მხრიდან. მიზეზი ახსნადია - ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა, რადგან მის მიერ დაარსებული "ქართული ოცნების" პირობებში საქართველო არავის ვასალი არაა და აქ მშვიდობას ვინარჩუნებთ.

 

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და ბევრი სხვა გონიერი ადამიანი ყურადღებით ეცნობა დასავლეთში მიმდინარე მანკიერ პროცესებს და დასკვნების გამოტანა სირთულეს არ წარმოადგენს. ვინც ყურადღებით ჩაუღრმავდება საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემებისა და აქტორების ცნობებს, უარესს გაიგებს deep state-ის შავბნელ საქმეებზე” - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930