გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის ან სანქციების დაწესების, ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე, რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა - ვოლსკი

18-07-2023

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის თქმით, რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის ან სანქციების დაწესების ან სანქციებიდან თავის არიდების ხელშეწყობის ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა. 


„იმდენად მდაბიო საქციელია ურთულესი გამოწვევების წინაშე მყოფი საკუთარი სამშობლოს დესტაბილიზაციის მცდელობები, რომ ხელისუფლებისათვის რუსეთთან ანუ ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითაც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლონ ამომრჩეველთან, ოჯახის წევრებთან, თუნდაც სარკეში ყურებისას.


რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის ან სანქციების დაწესების ან სანქციებიდან თავის არიდების ხელშეწყობის ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას - ამით ამართლებენ უსამშობლობლობას“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31