19-07-2023
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მიულმანს და სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, რეგიონების და წყლის მართვის საკითხებში ახალ ატაშეს კარინ დოფელბაუერს შეხვდა.მინისტრმა კარინდოფელბაუერს საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.ატაშეს საქმიანობა, საქართველოსთან ერთად, 5 ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთს ფარავს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ავსტრიის მხარეს წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ავსტრიის მხარესთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება. აქტიურად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავატაროთ რეფორმებიროგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის სექტორში, მითუმეტეს, ახლა, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე ვდგავართ და კანდიდატის სტატუსის მიღებას ველოდებით. შესაბამისად, ავსტრიის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სექტორში 10 წლის განმავლობაში წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებს, მესაქონლეობის დარგის განვითარების გზებს, ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციისთვის გატარებულ ღონისძიებებს, სატყეო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, ტყის კოდექსს. მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ავსტრიის მხარემ გამოცდილების გაზიარების კუთხით მზაობა გამოთქვა.
16-11-2024
16-11-2024