19-07-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, პოლონელი ექიმების ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ეტაპობრივად იხსნება ყველა კარტი და მოზაიკაც კანონზომიერ სახეს იღებს.
„ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ბიო-მასალის ფეხსაცმლით გამოტანა თანამშრომლობის უმაღლესი სტანდარტია? ეტაპობრივად იხსნება ყველა კარტი და მოზაიკაც კანონზომიერ სახეს იღებს.
ვინ იყო ჩართული სააკაშვილის ჩამოყვანაში პოლიტ-დევნილად გასაღებაში, მისი ავადმყოფობით სპეკულირებასა და ყველა სპეკულაციით, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის აყირავების მცდელობაში. დააკვირდით მასშტაბებს თუ რა დონის საერთაშორისო კამპანიაა წარმოებული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რა ზეწოლის მოგერიება უწევს საქართველოს მთავრობას. ორმაგი სტანდარტები, გაყიდული რეზოლუციები, სამართლის უგულებელყოფა, რევოლუციური მოწოდებები, ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა და უამრავი ბინძური მეთოდები, რასაც გლობალური კონიუნქტურის შემოქმედები კადრულობენ!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
16-11-2024
16-11-2024