გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: დავით არახამიას სიტყვები ადასტურებს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას

20-07-2023

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, „თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობაა“.


ანალიტიკოსის შეფასებით, დავით არახამია თავისი განცხადებით ადასტურებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას.


„დავით არახამია-ბრაუნის სიტყვები, რომ თითქოს რუსული გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, საქართველოს ევროინტეგრაცია არ უწერია, ადასტურებს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას“-წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31