გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: გინდ "შრილანკეთუმე" დაგვიძახეთ და გინდ "სახალინოფილები"... არახამიას ელოდება "რიბენტროპისეული" დასასრული - გინდ ევროინტეგრაციის გზაზე და გინდ სადმე "პადზაბორამ"

22-07-2023

"ერთადერთი, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის "წინსვლას" ნატრულობს - სააკაშვილის ოჯახთან დაახლოვებული გარემოცვაა, რომელთა გარეშე ხდება იმ მილიარდების "ხერხვაში" მონაწილეობა, რაზეც აშენდნენ ზელენსკის ბანდის წევრები. აშენდნენ ქვეყნის გაყიდვაზე, ასობით ათასობით მსხვერპლზე, ოც მილიონამდე ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირზე", - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დავით არახამიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს "ქართული ოცნების" ხელისუფლება უშლის ხელს.

 

ქართველიშვილის თქმით, მშვიდობიანი ძეგვი და დედოფლისწყარო ურჩევნია ევროინტეგრაციის გზაზე მდგარ ბახმუტს.

 

"ერთადერთი, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის "წინსვლას" ნატრულობს - სააკაშვილის ოჯახთან დაახლოვებული გარემოცვაა, რომელთა გარეშე ხდება იმ მილიარდების "ხერხვაში" მონაწილეობა, რაზეც აშენდნენ ზელენსკის ბანდის წევრები. აშენდნენ ქვეყნის გაყიდვაზე, ასობით ათასობით მსხვერპლზე, ოც მილიონამდე ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირზე.

 

დღეს მშვიდობიანი ძეგვი და დედოფლისწყარო ურჩევნია ნორმალურ ქართველს, ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ ბახმუტსა და მარიუპოლს. სულ რომ "ვიეტნამის ოცნება" დაუძახოს მშვიდობის შემნარჩუნებელ ხელისუფლებას უკრაინელების სისხლის მსმელმა არახამიამ, ქართველების ბედზე ნატრულობენ დღეს ევროინტეგრირებული უკრაინის ჯერ კიდევ ცოცხალი მოქალაქეები. დღეს ადგილობრივი "არახამისტები", მამაკაცების ერთმანეთში დაფეხმძიმების ექსპერიმენტებს რომ აწვებიან - საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას უწუნებენ, მათ შორის იმ ქვეყნიდან, რომელშიც დევნილობიდან სულ მინიმუმ 5 მილიონი აღარასდროს დაბრუნდება სამშობლოში, ხოლო ნახევარ მილიონამდე რეპროდუქციული ასაკის მამაკაცი - ვეღარასდროს აღდგება მკვდრეთით.

 

და აწი, გინდ "შრილანკეთუმე" დაგვიძახეთ და გინდ "სახალინოფილები". არახამიას ელოდება "რიბენტროპისეული" დასასრული - გინდ ევროინტეგრაციის გზაზე და გინდ სადმე "პადზაბორამ". ამის დროის უკუსვლის მრიცხველი უკვე ჩართულია." - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930