22-07-2023
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვირტუალური ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს.
მათიკაშვილის განმარტებით, ქვეყანა „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი, თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის.
„არ არის დასამალი და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყანა „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი, თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის. ეს ყველაფერი დასტურდება სავალუტო ფონდის შეფასებებითაც და ჩვენ სწორედ ამ გზით - მშვიდობიანი, ჩვენს ხალხზე ორიენტირებული ეკონომიკური და სხვა პოლიტიკის გზით სიარულით ვაპირებთ მივაღწიოთ იმ ძალიან მაღალ შედეგებს, რომელიც ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაგვეხმარება და მეორე მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგანაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება ის მიღწევები და პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024