22-07-2023
პარტიის შიგნით იმდენად ღრმა პოლარიზაციაა თავად “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით, რომ ცალკეული დაჯგუფებების მთავარი ამოცანაა, საკუთარი პოზიციები განამტკიცონ თავად პარტიის შიგნით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობაში” არსებული დაპირისპირებული მხარეები ცდილობენ, ისეთი მოთამაშეები შეიყვანონ პარტიაში, რომელიც მათ პოზიციებს გააძლიერებს.
გარდა ამისა, სარჯველაძის თქმით, თავად “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესები მიუთითებს, რომ პარტიას პრობლემები აქვს.
“რასაკვირველია, ყველა ცდილობს, ისეთი ახალი მოთამაშეები შემოყვანონ პარტიაში, რომელიც გააძლიერებს მათ ფლანგს. ალბათ ეს უნდა იყოს მთავარი მოტივატორი ხაბეიშვილის ფლანგის მხრიდან ვაშაძეზე ფსონის გაკეთების; იმავდროულად, ეს ნიშნავს იმას, რომ არის კონკურენტი ფლანგის დასუსტების მცდელობა. თუმცა, ეს არ არის ქართული პოლიტიკისთვის მთავარი აქტუალური საკითხი, ეს არის მათი ვიწრო პარტიული თემატიკა და იმის თვალსაჩინო მაგალითი, დასტური, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზული პრობლემები აქვს. ეს არის ისეთი ბალასტი, რომელიც არ გაუშვებს დიდი წარმატებოსკენ ამ პოლიტიკურ პარტიას.”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
16-11-2024
16-11-2024