გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სარჯველაძე: იმდენად დიდი ამოცანაა, რამენაირად სასჯელი აარიდონ სააკაშვილს, იმდენად ედიადებათ ეს ამოცანა, რომ არ დატოვებენ გამოუყენებელ შესაძლებლობას - ამით აიხსნება, რომ ამდენი მილიონი იხარჯება ლობისტურ საქმიანობაში

23-07-2023

იმდენად დიდი პოლიტიკური ამოცანაა დღის წესრიგში, რომ სასჯელი აარიდონ სააკაშვილს რამენაირად, იმდენად ედიადებათ ეს ამოცანა, რომ პრაქტიკულად არ დატოვებენ გამოუყენებელ შესაძლებლობას. ამით აიხსნება, რომ ამდენი მილიონი იხარჯება ლობისტურ საქმიანობაში და მეორეს მხრივ, სადაც შეიძლება ეს პოზიცია გატარებადი აღმოჩნდეს, ყველგან ეცდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა.


სარჯველაძის თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობებს შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა უნდა შემდგარიყო, რაზეც ზურაბიშვილმა უარი განაცხადა, მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლებლობის გამოყენებაზე მიუთითებს.

მისი განმარტებით, დღითიდღე მცირდება იმ სუბიექტების წრე, სადაც შესაძლებელი იქნება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის თავიდან არიდებაზე მსჯელობა. სარჯველაძემ აღნიშნა ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ შეცვლილა.


„იქნება ეს ამერიკელი კონგრესმენი, საქართველოს პრეზიდენტი თუ ნებისმიერი სხვა - შესაძლებლობა იქნება გამოყენებული. უბრალოდ, დღითიდღე მცირდება იმ სუბიექტების წრე, ვისთან მიმართებაშიც შეიძლება ეს გამოსვლადი იყოს და წრე რომ ვიწროვდება, არჩევანიც არც თუ ისე დიდი რჩებათ, მათ შორის, სტრასბურგზე იქნებოდა და რა თქმა უნდა, ეს გამოირციხებოდა. მე ვფიქრობ, შეუმცირდათ შანსები იგივე ევროპარლამენტთან მიმართებაშიც, იმიტომ, რომ ერთხელ გასული ეს „ფანდი“ სამწუხაროდ  რეპუტაციულად თვითონ ევროპარლამენტისთვის აღმოჩნდა დამაზიანებელი, ვინაიდან,  რეზოლუციაში მოხვდა ისეთი რაღაცები, რაც ბუნებრივია, მალევე გამოაშკარავდა, რომ იყო მცდარ შეხედულებებზე დაფუძნებული.


რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, კი, ეცდებიან დარწმუნებას, თუმცა, მე ობიექტურად ვიტყვი, რომ არაფერი შეცვლილა, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პრეზიდენტის მიერ დაკავებულ  ერთმნიშვნელოვნად კატეგორიულ პოზიციაზე, რომელიც ეხებოდა სააკაშვილის გათავისუფლებას“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930