გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილი „საქართველოში სურსათის/აგრო ლაბორატორიების განვითარების კონცეფციის“ წარდგენის ღონისძიებას დაესწრო

24-07-2023

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი „საქართველოში სურსათის/აგროლაბორატორიების განვითარების კონცეფციის“ წარდგენის ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციასთან პარტნიორობით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა ENPARD IV-ის ფარგლებში“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.


კონცეფციის დოკუმენტი ხელს შეუწყობს ლაბორატორიების შესაძლებლობების გაზრდას სურსათის უვნებლობის, ცხოველთა და აკვაკულტურების ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით.


გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) წარმომადგენლობას მხარდაჭერისთვის.


„აღნიშნული კონცეფციის შემუშავება ეხმარება სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროს ლაბორატორიების გაძლიერებას. სამინისტრო მზად არის, ხელი შეუწყოს შესაბამისი ინსტრუმენტების შექმნასა და არსებულ გამოწვევების დაძლევის ღონისძიებების დაგეგმვას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა იან ჩერნიკმა მადლობა გადაუხადა მხარეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.


„მსგავსი კონცეფციის შექმნა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. დღეისათვის, შეგვიძლია ვისაუბროთ დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს ეყრება საფუძველი. მოხარული ვარ, რომ აქტიური თანამშრომლობით მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა იან ჩერნიკმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930