გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

25-07-2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ასაღებდნენ ყალბ ვალუტას.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 650 აშშ დოლარის ოდენობის 13-ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31