გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: სისხლიანი ფულების სანაცვლოდ, პროპაგანდისტული მეთოდებით ტვინებგამორეცხილ ადამიანებს ცდილობენ დაავიწყონ ღმერთი, სამშობლო, ოჯახი და ასე ააშენებინონ აბსტრაქტული სეთურის დემოკრატია

25-07-2023

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება. გვენეტაძე ეთანხმება შათირიშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფსევდოლიბერალიზმი და ლგბტ პროპაგანდა დასავლეთში ისეთივე ტოტალურ იდეოლოგიად იქცა, როგორც კომუნიზმი ჩრდილოეთ კორეაში.


მისი თქმით, იდეოლოგია და პროპაგანდა საზოგადოებას აზროვნების უნარს უკარგავს, სწორედ ამ გზით ცდილობენ ოლგარქიული ოჯახები ხალხის გაკონტროლებას.


“იდეოლოგია და პროპაგანდაათაყვანებს ადამიანებს! სწორედ ამისათვის არაფერს ერიდებიან ოკეანის გაღმა მყოფი ოლიგარქიული ოჯახები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს მათ მიერ მართვადი, მორჩილი, მონური, რიცხობრივად დღევანდელთან ათჯერ შემცირებული, აზროვნების გარეშე დარჩენილი, მათ მიერ სრულიად კონტროლირებადი საზოგადოება!


სწორედ ამ მიზნის მისაღწევად მსოფლიო ოლიგარქიული უბნელესი ძალები, თავიანთ უბინძურესი გზებით ნაშოვნ ფინანსებს უხვად აწვდიან ადგილებზე მყოფ აგენტებს, რომლებიც თავის მხრივ ცდილობენ ე.წ. გრანტების და შავი, სისხლიანი ფულების სანაცვლოდ პროპაგანდისტული მეთოდებით ტვინებგამორეცხილ ადამიანებს ცდილობენ დაავიწყონ ღმერთი, სამშობლო, ოჯახი და ასე ააშენებინონ აბსტრაქტული სეთურის დემოკრატია! ამ ადამიანთა მოძულეებმა ეტყობა არ იციან, რომ "ვინაც მახვილი აღმართა, იმავე მახვილით დაიღუპა!" ამას მოწმობს კაცობრიობის მთელი ისტორია!” - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930