25-07-2023
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფებმა შპს „ეკე 2009-ში" არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
სააგენტოს ზედამხედველობით ჩატარდა ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშების კვლევა პათოგენური მიკროორგანიზმის - Listeria monocytogenes შემცველობაზე. კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა.
სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „ეკე 2009" შპს „ათინათის" (ქ. ქუთაისი, სულხან-საბას ქუჩა №14) ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან აღებულ კარაქის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმის Listeria monocytogenes გამოვლენის შემდეგ (https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/465), მიკვლევადობის პრინციპის გათვალისწინებით, არაგეგმურად შეამოწმეს.
16-11-2024
16-11-2024