25-07-2023
"პროპაგანდის ძალისა და გავლენის შესახებ, ყველაზე კარგად უწყიან იმ ოლიგარქიულმა ოჯახებმა, რომელთაც პრეტენზია აქვთ მსოფლიო საკუთარი ნება-სურვილით მართონ, რისთვისაც ფინანსებსა და გავლენებს არ იშურებენ", - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
ქადაგიძის თქმით, ერთადერთი ძლიერი საშუალებაა საზოგადოების ინფორმაციით შეიარაღება. საქართველოში ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია. ამიტომაც საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, რათა გლობალური პროპაგანდის მსხვერპლი არ გავხდეთ იმავე მეთოდებით, როგორც 2003 წელს.
“ფსევდოლიბერალიზმი ცდილობს, შთანთქოს აბსოლუტურად ყველა იდეოლოგია და ცხოვრების მორალურ ორიენტირად მოგვევლინოს. პროპაგანდის ძალისა და გავლენის შესახებ, ყველაზე კარგად უწყიან იმ ოლიგარქიულმა ოჯახებმა, რომელთაც პრეტენზია აქვთ მსოფლიო საკუთარი ნება-სურვილით მართონ, რისთვისაც ფინანსებსა და გავლენებს არ იშურებენ.
პროპაგანდის ძალა, განსაკუთრებით იგრძნობა მედია-სტანდარტის თანამედროვე გამოვლინებით, სადაც სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის ზღვარი წაშლილია, ცილისწამება, შანტაჟი, რეპუტაციის შელახვა და პირადი შეურაცხყოფა ჟურნალისტურ სტანდარტად და საწინააღმდეგო დამოკიდებულება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლად ითვლება. „ლგბტ“ პროპაგანდა, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ საზომად მონათლეს, რომელსაც ბინძური მეთოდებითა და ძალისმიერი გზით ცდილობენ დაამკვიდრონ, ცხოვრების ნორმალურ სტანდარტად. ასევე, ტენდენციაა მმართველობის ისეთი ფორმები, სადაც ხელისუფლება ექვემდებარება გლობალურ პოლიტკონიუნქტურას, სადაც გავლენის აგენტები არიან სათავეში და მართვას საზღვრებს გარედან მიღებული დირექტივებით ახორციელებენ, ხოლო ვინც არ ექვემდებარება კონტროლს, ამ სახელმწიფოში იწყება ხელოვნური კრიზისების შექმნის მცდელობა, რევოლუციური მოძრაობები და სამოქალაქო დაპირისპირებები.
ამის თვალნათელი მაგალითია ე.წ ალბანური სასამართლო, სადაც მართლმსაჯულების აღსრულება გასულია ქვეყნის კონსტიტუციიდან და სრულად კონტროლდება საზღვრებს გარედან. ასევე, უკრაინული მედია-რეფორმა, სადაც ფაქტობრივად არ არსებობს ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოზიცია და მთელი ვერტიკალი დამოკიდებულია გლობალურ პოლიტკონიუნქტურაზე.
საქართველოს მაგალითზე კი, ის აღვირახსნილი ლიბერალური ფაშიზმი, სადაც ჰუმანიზმის, მედია-პლურალიზმის, სამართლისა და უფლებების სახელით, უფრო მეტ ძალადობას, უსამართლობასა და ფსევდო-ღირებულებებს პროპაგანდირებენ. გლობალური პოლიტკონიუნქტურის ავტორების წინააღმდეგ, ერთადერთი ძლიერი საშუალებაა საზოგადოების ინფორმაციით შეიარაღება. საქართველოში ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია. ამიტომაც საჭიროა მაქსიმალური მობილიზება და საზოგადოების ინფორმირება, რათა გლობალური პროპაგანდის მსხვერპლი არ გავხდეთ იმავე მეთოდებით, როგორც 2003 წელს“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024