გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ვხედავთ ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებულ უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, ჩვენთვისაც კი იცლის

26-07-2023

„უკრაინულ საზოგადოებასაც რომ მეტი სცოდნოდა მათ სამთავრობო კულისებში მიმდინარე პროცესების შესახებ, ომს ისინიც აიცილებდნენ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.


როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებული უკრაინის პრეზიდენტი ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, საქართველოსთვისაც კი იცლის.


„ხალხის ძალის“ მიერ ერთი წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოებისთვის მიწოდებულმა სიმართლემ შედეგი გამოიღო - ხალხი ინფორმირებულია იმ კულუარულ პროცესებზე, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. სანდო ინფორმაციით აღჭურვილი საზოგადოება ძლიერია და მისი შეცდომაში შეყვანა უკვე შეუძლებელი ხდება. უკრაინულ საზოგადოებასაც რომ მეტი სცოდნოდა მათ სამთავრობო კულისებში მიმდინარე პროცესების შესახებ, ომს ისინიც აიცილებდნენ.


დღეს კი ვხედავთ ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებულ უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, ჩვენთვისაც კი იცლის და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. საბოლოოდ, ყველაფერი ცხადი ხდება. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. ჩვენს მხილებას უარყოფდნენ, თუმცა, პოლიტიკური ლიდერები თავადვე მოუწოდებდნენ ქართველებს, იარაღი აეღოთ ხელში. დღეს ყველასათვის ნათელია, რომ ისინი, ვინც საზოგადოებას წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს, ქვეყანას ომში ექაჩებოდნენ. რუსულად მონათლეს კანონი, რომელიც საზოგადოებას მეტის ცოდნის საშუალებას აძლევდა. გავა დრო და საბოლოო შეფასებასა და დასკვნას მაინც საზოგადოება გააკეთებს. ეს დასკვნა საქართველოში იქნება ადეკვატური, უკრაინაში კი - მკაცრი“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930