გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექვს თვეში 22588 ლიტრი აღურიცხავი ნავთობის შენახვა-ტრანსპორტირება-რეალიზაციის 6 ფაქტი გამოვლინდა

26-07-2023

მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 22588 ლიტრი აღურიცხავი ნავთობის (დიზელი) შენახვა-ტრანსპორტირება-რეალიზაციის 6 სამართალდარღვევა გამოავლინეს.


ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1551 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს შეეფარდათ ადმინისტრაციული სახდელები და საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა შესაბამის სასამართლო ორგანოებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31