გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ თსუ-სა და მაკ ჯორჯიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

26-07-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსი ჯაბა სამუშიამ და მაკ ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა ჯერემი ჯეიმს გასკილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. კერძოდ, მაკ ჯორჯია უზრუნველყოფს უნივერსიტეტთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ასევე, უზრუნველყოფს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის და ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრიატის მიმართულებისათვის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის სასწავლო ბაზით, გააცნობს სტუდენტებს ორგანიზაციულ საქმიანობას.


მაკ ჯორჯია ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათ ოჯახებს ეხმარება განათლების მიღებასა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სირთულის გადალახვაში.


მაკლეინის ასოციაცია სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ოჯახის წევრებსა და მათზე მზრუნველ საზოგადოებას სთავაზობს მხარდაჭერას, განათლებასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობას მათი კომპეტენციის გაძლიერების გზით; ავითარებს და მხარს უჭერს სხვადასხვა პროექტებს; უზრუნველყოფს სამედიცინო საჭიროებების იდენტიფიკაციას, ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს; ფინანსურად და პროფესიულად მხარს უჭერს საგანმანმათლებლო საქმიანობებს; უზრუნველყოფს ინფორმირებას შემდეგ საკითხებზე: შეზღუდული შესაძლებლობები, ქცევის მართვა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და კრიზისული ინტერვენცია.


მემორანდუმის ფარგლებში 2023-2024 აკადემიური წლიდან, მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ ყოველწლიურად სწავლის საფასურს დაუფინანსებს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოკუპაციური თერაპიის პროგრამის სამ სტუდენტს. პირველსემესტრელები დაფინანსებისთვის შეირჩევიან ეროვნულ გამოცდაზე მიღებული სარეიტინგო ქულების საფუძველზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930