გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფერმერებს მცენარეთა დაცვის საკითხებზე სწავლება ჩაუტარდათ

28-07-2023

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, ფერმერებს მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის პრინციპები გააცნეს. ხეხილოვანი კულტურების მავნებლებთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება ქართველ ფერმერებს პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგ კრავჩუკმა გაუზიარა.


მცენარეთა დაცვის საკითხებზე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტში ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით გაიმართა.


სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის განცხადებით, სახელმწიფო სხვდასხვა მავნებლების იდენტიფიცირებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მონიტორინგსა და ფერმერთა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისაგან მიყენებული ზიანის შემცირებასა და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში დაეხმარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30