გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვუმასპინძლეთ 2,9 მლნ-ზე მეტ მოგზაურს, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2,9 მლნ ადამიანის გასვლას ქვეყნიდან, - მარიამ ქვრივიშვილი

28-07-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა სიცრუე და არაკომპეტენტური უწოდა გამოთქმულ ბრალდებებს ტურიზმის სტატისტიკის სანდოობის შესახებ. "კეთდება ბრალდება, თითქოს ტურიზმის სტატისტიკაში მიგრანტებსაც აღვრიცხავთ. ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა.


საქართველო, სხვა ყველა განვითარებული ქვეყნის მსგავსად, ტურიზმის სტატისტიკის დათვლისას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიას ეფუძნება - ხდება მხოლოდ ქვეყნიდან გასული ვიზიტორების აღრიცხვა. ამდენად, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვუმასპინძლეთ 2,9 მლნ-ზე მეტ მოგზაურს, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2,9 მლნ ადამიანის გასვლას ქვეყნიდან," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგია მხოლოდ დასრულებულ ვიზიტებს გულისხმობს. „ამდენად, ტურიზმის სტატისტიკაში დამატებით სხვა შეფასებების რესურსი და სივრცე არ არსებობს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930