გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: სანამ აშშ თავისი საელჩოს მეშვეობით საქართველოში საკუთარ აგენტებთან ერთად გაუგებარ თამაშებშია გაბმული, პრაგმატული მსოფლიო პოლიტიკის მესვეურები ჩვენში საიმედო პარტნიორს ხედავენ

28-07-2023

„ჩინეთი ხელს უწყობს მსოფლიო ცივილიზაციების მრავალფეროვნების პატივისცემის აუცილებლობას, მათი კულტურული თანასწორობის აღიარებით", - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის რესპუბლიკაში ვიზიტს.


ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკისა და ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების შედარებით ანალიზს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ამერიკა თავისი საელჩოს მეშვეობით საქართველოში საკუთარ აგენტებთან ერთად გაუგებარ თამაშებშია გაბმული, პრაგმატული მსოფლიო პოლიტიკის მესვეურები საქართველოში საიმედო პარტნიორსა და მეგობარს ხედავენ.


„პარალელურად იმ გაუგებარი და სამარცხვინო მოვლენებისა, როდესაც საქართველოში აშშ-ს საელჩო საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე, თითქოს და საკუთარი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაბეჭდილ ტექსტს „დეზინფორმაციას“ უწოდებს და მის გავრცელებას ჩვენს საგარეო უწყებას, მედიას და პოლიტიკოსებს აბრალებენ - ჩინეთში სი ძინპინი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.


ორი ზესახელმწიფო - ერთი დასავლეთ სამყაროს „ზედამხედველი“, მეორე აღმოსავლეთის. საქართველო კი ამ ორი ცივილიზაციის დამაკავშირებელი დერეფანი, ხიდი. და შეადარეთ ამ ხიდთან ამ ორი ცივილიზაციის მიდგომები და დამოკიდებულება: ერთი პარტნიორული, მეორე კოლონიალური. რაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის „ისტორიულობა“ და მნიშვნელობა? უამრავი წინაპირობისა და გარემოების გათვალისწინების გამო.

მაშ ასე, ჩინური პროექტი „გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა“ გაშვებულია „წარმოებაში“ და ამის არდანახვა როგორც მინიმუმ, გაუგებარია. ამ პროექტში უკვე გაწევრიანებულია საუდის არაბეთი, ირანი, ბრაზილია და ექსპერტებმა ამ პროცესებს უკვე მისცეს „ახალი მსოფლიო წესრიგის პროექტის“ შეფასება, რომელმაც ოფიციალურად გაუხსნა საკონკურენციო „ცეცხლი“ ანგლო-საქსონურ გლობალისტურ პროექტს.


რამ განაპირობა ამ პროექტისადმი დანარჩენი მოთამაშეების, მათ შორის საქართველოს, ესოდენ დიდი ინტერესი ერთიანი საემისიო ცენტრის არარსებობამ: სანამ ერთადერთ სარეზერვო ვალუტად დოლარი განიხილება, აშშ სარგებლობს ექსკლუზიური „სენიორაჟის“ უფლებით, ასევე სხვა ეკონომიკებში ინფლაციის ექსპორტის მონოპოლისტური შესაძლებლობით, რასაც ფინანსური კოლონიალიზმი ჰქვია. მაგალითად, 1998 წლის კრიზისმა აჩვენა, თუ რამდენად ადვილად შეუძლიათ აშშ-ს გარკვეულ ძალებს (სოროსის სახით) ხელოვნურად ჩამოაგდონ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა

ექსტრატერიტორიული იურისდიქციის უარყოფამ: შეერთებული შტატები ხშირად ახორციელებს საკუთარი იურისდიქციის დომინირებას სხვის სუვერენულ და თუნდაც საერთაშორისო სამართალზე. ამის ყველაზე მკაფიო საერთაშორისო მაგალითია ჯულიან ასანჟის საქმე. ამის უტყუარ მაგალითებს წარმოადგენენ თუნდაც უკრაინა (შემდგარი ფაქტი) ან იგივე საქართველო (მცდელობების დონეზე). „მესამე სამყაროს“ ქვეყნების პოლიტიკური ელიტებისთვის მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს ჩინეთის გარანტიები, რომ მათ საკუთარი კანონების სათავისოდ ინტერპრეტირების შესაბამისად არ დასჯიან (!)

„ობიექტური სუვერენიტეტის“ ჩინურმა კონცეფციამ: ჩინეთი „რბილი ძალის“ გამოყენებას განიხილავს, როგორც უპირობო აგრესიას სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩინეთი არ ყოფს ქვეყნების სუვერენულ სივრცეში საერთაშორისო აგრესიულ ჩარევებს ფორმების მიხედვით, არამედ ყოველივე ამას დამდგარი შედეგის მიხედვით აფასებს – თუ ადამიანი მოკლეს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა ეს მომენტალურად ტყვიით მოხდა, თუ დროში გაწელილი მოწამვლით. ამ უკანასკნელის რიგს ჩინეთი მიაკუთვნებს „ფერად რევოლუციებსაც“, რომლებისგან საკუთარ მეკავშირეებს თავის მოდელში ჰპირდება უპირობო დაცვას (!)

რეგიონულმა ჟანდარმერიამ: შეერთებული შტატები უზრუნველყოფს კონტროლს რეგიონებზე, მათ შორის იქ საკუთარი სამხედრო შენაერთების ყოფნის საშუალებით. ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი 3-ჯერ ნაკლებია შეერთებული შტატების ანალოგიური მაჩვენებლებისა და ის უბრალოდ ვერ შეძლებს მსოფლიო “სამხედრო ჟანდარმის“ როლის შესრულებას. ამის გამო შემოთავაზებულია გლობალური უსაფრთხოების განსხვავებული მოდელი, რომელიც ეფუძნება რეგიონულ ინტერესთა ბალანსის შენარჩუნებას (!) ჰუმანიტარულმა სუვერენიტეტმა: ჩინეთი ხელს უწყობს მსოფლიო ცივილიზაციების მრავალფეროვნების პატივისცემის აუცილებლობას, მათი კულტურული თანასწორობის აღიარებით. მულტიკულტურული თვითმყოფადობის, ეროვნულ და კონფესიურ ტრადიციულობასა და იდენტობის შენარჩუნებისადმი ტოლერანტობა და პატივისცემა – ახალი ჩინური მოდელის მთავარი პრინციპებია (!). აზიური ქვეყნების უმეტესობისთვის ჩინური მოდელისადმი მიზიდულობაში ეს მთავარი მოტივია.


კულტურული იდენტობის შენარჩუნება, მონოკულტურული ნეოლიბერალური ათეიზმის და ფსევდოლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ – არის მთავარი კულტურული ბრძოლა, რომლის მოწმენიც ვართ ჩვენს ყოველდღიურობაში. დღევანდელი უკრაინა მონოკულტურული ნეოლიბერალური ათეიზმის დანერგვის ნათელი მაგალითია. რომ შევაჯამოთ – ვერტიკალური დაქვემდებარების, ჰუმანიტარული უნიფიცირებისა და მართვის ტოტალური კონტროლის ანგლო-საქსონური მოდელისგან განსხვავებით, რომელიც უზრუნველყოფს რესურსების ვერტიკალურად გადატანას კოლონიებიდან მეტროპოლიაში ჩინეთი სთავაზობს ერებს/ტრადიციებს შორის ურთიერთქმედების კონცეფციას, მრავალფეროვან ინსტრუმენტალზე დაფუძნებული „ორკესტრირების“ პრინციპით. სანამ აშშ თავისი საელჩოს მეშვეობით საქართველოში საკუთარ აგენტებთან ერთად გაუგებარ თამაშებშია გაბმული, პრაგმატული მსოფლიო პოლიტიკის მესვეურები ჩვენში საიმედო პარტნიორსა და მეგობარს ხედავენ. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ კონტრარგუმენტს, რატომ უნდა ვთქვათ ამ მეგობრობასა და თანამშრომლობაზე უარი“, - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930