გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პატრიარქი: ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსი და განსაკუთრებულად ჩვენი

28-08-2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მარიამობის დღსასწაულთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღასრულა.
პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - მარიამობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გადასვლა ამ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებულად ჩვენი, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა“- ბრძანა პატრიარქმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031