გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: დღევანდელი გადაწყვეტილებაც პრაქტიკულად ყველა სამიზნე ჯგუფს უგზავნის მესიჯს, რომ საქართველოს ეკონომიკაში პროცესები მიდის სტაბილურად და შესაძლოა, მიმდინარე წელს კიდევ მოხდეს განაკვეთის გადახედვა

3-08-2023

ეროვნულ ბანკმა ერთი მხრივ გააუმჯობესა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და ასწია 6%-მდე და, მეორე მხრივ, უკვე მეორედ შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით და დაიყვანა 10.25%-მდე,- ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, საქართველომ დაძლია საერთაშორისო ინფლაციური წნეხი და დაუბრუნდა ეკონომიკური ზრდის მაღალ ნიშნულს.


“2023 წელი საქართველოში ინფლაციის შემცირებით გამოირჩევა, რასაც პერიოდულად საქსტატის ოფიციალურ მონაცემებშიც ვნახულობთ, რითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დაძლია საერთაშორისო ინფლაციური წნეხი და დაუბრუნდა ეკონომიკური ზრდის მაღალ ნიშნულს.


შესაბამისად, ეროვნულ ბანკმა ერთი მხრივ გააუმჯობესა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და ასწია 6%-მდე და მეორე მხრივ, უკვე მეორედ შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით და დაიყვანა 10.25%-მდე.


შეიძლება, კრიტიკოსებმა გამოთქვან ცინიზმი 0.25%-ზე, თუმცა, ხაზგასასმელია, როცა ეროვნული ბანკი აქცენტს აკეთებს შემცირებისკენ ეს არის ერთგვარი სიგნალი და აღიარება, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური გარემო არის სტაბილური და შიდა ინფლაციური წნეხი პრაქტიკულად მოხსნილია.


ეროვნული ბანკის დღევანდელი, პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ქ-ნ ნათია თურნავა გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით. დღევანდელი გადაწყვეტილებაც სწორედ ამის ნათელი გამოხატულებაა, რომლითაც ის პრაქტიკულად ყველა სამიზნე ჯგუფს უგზავნის მესიჯს, რომლითაც ის უდასტურებს ყველას, რომ საქართველოს ეკონომიკა პროცესები მიდის სტაბილურად და შესაძლოა მიმდინარე წელს კიდევ მოხდეს განაკვეთის გადახედვა”,- წერს ანგურიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930