გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიცია, რომელიც დღის წესრიგს ისტერიაზე და ქულების დაწერაზე აგებს, ვერასდროს გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ამიტომაც აგებს ყველა დონის არჩევნებს და კიდევ დიდხანს მოუწევს ამის შეგუება

4-08-2023

როდესაც მაღალ საზოგადოებრივ პოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, მას თუ ვინმე უწყობს ხელს, პირველ რიგში ეს არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილის და მათი მედია საშუალებების საინფორმაციო ბადე, სადაც მიდის მტყუან-მართლის გარჩევის მცდელობა, პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და ხელისუფლების კრიტიკა, უხავდ გაჯერებული მანიპულაციებით და უკვე მომხარზე ნიშნისმოგებით საუბარი. როდესაც ვნებები დაცხრება ხოლმე, ამ პოლიტიკურად აჟიტირებულ ადამიანებს რატომღაც აღარც კი ახსოვთ, რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს მომავალში იგივე ტრაგედია რომ არ განმეორდეს - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.


მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც დღის წესრიგს ამ ტიპის ისტერიაზე და ქულების დაწერაზე აგებს, ვერასდროს გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ამიტომაც აგებს ყველა დონის არჩევნებს და კიდევ დიდხანს მოუწევს ამის შეგუება.


როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ახლა რომ გაჰკივიან ვერტმფრენებზე და მფრინავებზე, ოპოზიციას ერთხელ მაინც თუ დაუსვამს საპარლამენტო ტრიბუნიდან საკითხი, თუნდაც ათი წლის წინანდელი თბილისური ტრაგედიიდან რა გაკეთდა პრევენციის მიზნით, იქნება ეს დამცავი ჯებირების მშენებლობა, სამაშველო სამსახურის გაძლიერება თუ ტექნიკური აღჭურვა.


„როდესაც ამ სახის სტიქიური უბედურებები ხდება, რასაც თან სდევს ადამიანთა ტრაგედიები, კადრები ან უკომენტაროდ გადის ან კომენტარს მაღალკვალიფიციური ექსპერტები აკეთებენ. ამ კომენტარების მიზანიც გარდა საზოგადოებრივი ინფორმირებულობისა, უკეთესი გამოსავლის ძიებისაკენ არის მიმართული დამატებით თუ რა შეიძლება გაკეთდეს ადამიანთა დასახმარებლად და ზოგადადაც სოციალური ფონის დაწყნარებას ემსახურება.


ეს არის დაუწერელი კანონი, პირველ რიგში ეს ევროპის სახელმწიფოებზე ითქმის. ანალიზი და მომხარის შეფასება შემდეგ ხდება, თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს მომავალში იგივე ტრაგედია რომ არ განმეორდეს. სამწუხაროდ, საქართველოში არის ყველაფერი ემოციების დონეზე და პირიქით. როდესაც მაღალ საზოგადოებრივ პოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, მას თუ ვინმე უწყობს ხელს, პირველ რიგში ეს არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილის და მათი მედია საშუალებების საინფორმაციო ბადე, სადაც მიდის მტყუან-მართლის გარჩევის მცდელობა, პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და ხელისუფლების კრიტიკა, უხავდ გაჯერებული მანიპულაციებით და უკვე მომხარზე ნიშნისმოგებით საუბარი.


ამ პოლიტიკურად აჟიტირებულო ადამიანებს თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს მომავალში იგივე ტრაგედია, რომ არ განმეორდეს, რატომღაც აღარც კი ახსოვთ როდესაც ვნებები დაცხრება ხოლმე. ერთხელ მაინც თუ დაუსვამს ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან საკითხი თუნდაც ათი წლის წინანდელი თბილისური ტრაგედიიდან რა გაკეთდა პრევენციის მიზნით, იქნება ეს დამცავი ჯებირების მშენებლობა, სამაშველო სამსახურის გაძლიერება თუ ტექნიკური აღჭურვა, ახლა რომ გაჰკივიან ვერტმფრენებზე და მფრინავებზე. ოპოზიცია, რომელიც დღის წესრიგს ამ ტიპის ისტერიაზე და ქულების დაწერაზე აგებს, ვერასდროს გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ამიტომაც აგებს ყველა დონის არჩევნებს და კიდევ დიდხანს მოუწევს ამის შეგუება“ - წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930