გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: არ დაუჯეროთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ არარაობებს, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს მეწყრული პროცესები მყინვარზე 2 დღით ადრე დაიწყო და დაგუბებულმა მდინარემ შემდეგ ჩამოიტანა ტყის და მიწის დიდი მასა; ეს არის ტყუილი!!!

5-08-2023

არ დაუჯეროთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ არარაობებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეწყრული პროცესები მყინვარზე თითქოს 2 დღით ადრე დაიწყო და დაგუბებულმა მდინარემ შემდეგ ჩამოიტანა ტყის და მიწის დიდი მასა. ეს არის ტყუილი!!!  - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა წერს.


მისი თქმით, სიმართლეა  შემდეგი - 3 აგვისტოს, მყინვარზე პირველი ბიძგი დილის 11 საათზე დაფიქსირდა. ბიძგმა გამოიწვია მყინვარზე ქანური მოძრაობის პროცესი. მყინვარს უდიდესი ნაწილი დაახლოებით  15:00 საათზე მოწყდა,  დასახლებულ პუნქტს ღვარცოფმა და მყინვარის მიერ წამოლეკილმა მასამ მიაღწია დაახლოებით 8-10 წუთში.


"ძალიან გთხოვთ, ეს ინფორმაცია არ გაატაროთ და არ დაუჯეროთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ არარაობებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეწყრული პროცესები მყინვარზე თითქოს 2 დღით ადრე დაიწყო და დაგუბებულმა მდინარემ შემდეგ ჩამოიტანა ტყის და მიწის დიდი მასა. ეს არის ტყუილი!!! სიმართლე არის შემდეგი - 3 აგვისტოს, მყინვარზე პირველი ბიძგი დილის 11 საათზე დაფიქსირდა. ბიძგმა გამოიწვია მყინვარზე ქანური მოძრაობის პროცესი. მყინვარს უდიდესი ნაწილი დაახლოებით მოწყდა 15:00 საათზე, ხოლო დასახლებულ პუნქტს ღვარცოფმა და მყინვარის მიერ წამოლეკილმა მასამ მიაღწია დაახლოებით 8-10 წუთში. ეს არის სიმართლე - ამ სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო!!!" - წერს ნინო ფოჩხუა Faceboik-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930