გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის შვილი: ნეტავ, ადამიანების დაფასებას თუ ვისწავლით როდისმე? – ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში

8-08-2023

2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის, ზაზა ლორიას შვილი შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მფრინავი მაშველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.


როგორც ანი ლორია სოციალურ ქსელში წერს, ვერავის აპატიებს მათ მიმართ გადაკრულ სიტყვას და მათ ინტერესებს ყველგან დაიცავს.


„ამერიკის შეერთებული შტატები. 2 თვის წინ, ღამის 9 საათზე, ვაშინგტონში ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად 11 ადამიანი და ერთი ძაღლი ჩარჩა ტერიტორიაზე. ქარის ფაქტორის გამო, უსაფრთხოების მიზნით ვერ მოხერხდა ღამის ფრენებზე ვერტმფრენის გაგზავნა. 12 საათის შემდეგ, გამთენიისას მოხდა მათი ევაკუაცია.


ნეტა თუ ჩაქოლეს და „მაშველებს ეძინათ?“ ეძახეს?


ნეტა თუ მიწასთან გაასწორეს რატომ ერთ საათში არ მოფრინდნენო?


ნეტა მამაჩემს რომ შარშან გამოეცხადებინა უსაფრთხოების მიზნით ვერ გაფრინდება ვერტმფრენი და წამოსულიყო ჩემთან რას უზამდნენ?

ნეტავ, თუ ცოცხლად დამარხავდნენ იმ 7 ადამიანთან ერთად! ნეტავ, თუ კარგია რომ შეაკლა თავი?!


ბორჯომის ხანძრების დროს თურქეთის ავიაცია დაიქირავეს დასახმარებლად! 4 საათი იფრინეს და გააჩერეს ვერტმფრენები. ძლიერი დაკვამლიაანების გამო პილოტების უსაფრთხოების მიზნით მეტს ვერ ვიფრენთო.


მამაჩემი და მისი ეკიპაჟი გათენებიდან მზის ბოლო სხივამდე ენაგადმოგდებულები რომ დაფრინავდნენ, დღის ბოლოს ფეხზე რომ ვეღარ იდგნენ ისმენდნენ, რატომ შეაჩერეს ღამის ფრენებიო!


გაბრაზებულმა რომ ავდექი და ვუთხარი, ხოდა რა თავს იკლავთ, დაგესვენათ და გეთქვათ თქვენც უსაფრთხოების მიზნით ვეღარ გავფრინდებითო: „ჩემი ქვეყნის ტყე იწვის, მაგათ რა ადარდებთ“ მივიღე პასუხად!


მამაჩემის პანაშვიდებზე მოსულ ბიჭებს სულ გულის ფიცარში რომ ვურტყი მუჯლუგუნები, არ გაბედოთ მისხალი რისკის ფასად არსად გაფრენა-თქო, ორსიტყვიანი პასუხი გამცეს: „აბა როგორ?“.


მთელი ბავშვობა ყოველ დილით რომ შუბლზეკოცნით გვემშვიდობებოდა მამაჩემი ოჯახის თითოეულ წევრს, წასვლის წინ კარზე გაკრულ „სახლიდან გასვლს წინ ლოცვას“ რომ კითხულობდა ოჯახის ტრადიცია მეგონა. მოზრდილმა რომ ვკითხე რატომ აკეთბდა ამას? „მე ისეთი პროფესია მაქვს კარს რომ მოვიხურავ უკან დავბრუნდები თუ არა არ ვიცი“ მივიღე პასუხად.


ნეტა რომელიმეს პირით ერთი გადაკრული წუწუნი მაინც თუ მოგისმენიათ წლებია, ნეტა რომელიმეს გულში თუ ჩაგიხედავთ „პილოტებს ეძინათ“ კომენტარებს რომ კითხულობენ.


ნეტა ადამიანების დაფასებას თუ ვისწავლით როდესმე?


დღეს ნიკოლოზ რაჭველი „ვერ პატიობს“ სიცოცხლეს. დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში. მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის ბატონო მაესტრო!


ჩემი გულის ფეთქვა ხართ ბიჭებო, მამაჩემი ხართ თითოეული თქვენგანი ბიჭებო!


არ გაბრაზდეთ, არ გეწყინოთ!


მე რა შემიძლია, მაგრამ ყველგან ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირებ და თქვენს ინტერესებს დავიცავ! ერთი ადამიანის გონებამდეც თუ მივიტან თქვენს ფიქრებს ბედნიერი ვიქნები!


გასკდა გული, განმიახლდა ჩემი მოუშუშებელი ტკივილები, სულის ყველა ნაწილში მტკივა ტალახში ჩამხრჩვალი ხალხი და მათი ოჯახის წევრების გულებში ვერჩამქრალი იმედის ნაპერწკალი. თავს შევაკლავ და არ ვაპატიებ არავის ერთ გადაკრულ სიტყვას!


მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, გაკმაროთ თქვენც და სრულიად საქართველოს!“, – წერს ანი ლორია Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930