29-08-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეკონომიკაში სამართლიანი წესები დამკვიდრდეს.
მისივე თქმით, უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ძალიან დიდი ზიანი მოუტანა საქართველოს მოსახლეობასა და ეკონომიკას.
„ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი, რომ ჩვენ დავამკვიდროთ სამართლიანი ეკონომიკური წესები. საზოგადოებამ იცის ჩემი განწყობა ამ საკითხის მიმართ, რომ უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და ეკონომიკას.
ჩვენ ვიხილეთ ჭარბვალიანობა, როგორც პრინციპული პრობლემა, რომელიც მომავალში შესაძლოა გადაიქცეს სისტემურ პრობლემად. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც აუცილებლად მოყვება სხვა ნაბიჯებიც.
თქვენ იცით, რომ ძალაში შევიდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანწილად გამოასწორებს იმ ძალიან მავნე პრაქტიკას, რომელიც მივიღეთ ამ სექტორში. ჩვენ ახალ ინიციატივებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით აუცილებლად გადავდგამთ“ - განაცხადა ბახტაძემ.