8-08-2023
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში 8 აგვისტოს გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
,,დღეს ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის. ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალში თავიდან იქნას არიდებული ასეთი ტრაგედიები და მშვიდობიანი, პრაგმატული პოლიტიკით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებ." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ასევე, პატივი მიაგო ქობულეთში, სოფელ ცეცლაურში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა.
16-11-2024
16-11-2024