გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

8-08-2023

ლევან დავითაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ვიცე-პრემიერი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.


„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, მაგრამ საქართველოსთვის თავდადებული გმირების ღვაწლი იმდენად განუზომელია, რომ ყოველ წელს გვაბრუნებს ჩვენი სამშობლოს იმ ტრაგიკული დღეების განცდასთან და კიდევ უფრო გვიმტკიცებს რწმენას, რომ აუცილებლად მივა საქართველო თავის უდიდეს მიზნამდე - ჩვენ გავერთიანდებით, დავიბრუნებთ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს და ეს იქნება ალბათ ყველაზე საპატიო გვირგვინი, რომლითაც ჩვენ გმირებს, მათ თავგანწირვას უმაღლეს პატივს მივაგებთ" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30