გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

8-08-2023

ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ვეტერანები, მოქალაქეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინიტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცენტრალურ პარკში, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და 15 წლის წინანდელი ტრაგიკული დღეები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.


დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა.


გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ვეტერანთა კავშირის, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.


აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია გარდაცვლილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31