გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომპანია "აგრიკომის" დირექტორი: ჩემ კომპანიას ხორბლის ავტოტრანსპორტით იმპორტის აკრძალვა პრობლემებს არ შეუქმნის

29-08-2018

კომპანია "აგრიკომის" დირექტორი ქეთი კუბლაშვილი აცხადებს, რომ მის კომპანიას სექტემბრიდან ხორბლის ავტოტრანსპორტით იმპორტის აკრძალვა პრობლემებს არ შეუქმნის.


"ჩვენ როგორც კომპანია მთავრობის გადაწყვეტილებას პრინციპულად განვიხილავთ როგორც დადებით შემთვევას, ჩვენი კომპანია არის ფქვილის შემომტანი ბაზარზე, სამივე ტრანსპორტით ვსარგებლობთ, ეს არის რკინიგზაც, ეს არის პორტიც, ეს არის სამანქანოგადაზიდვებიც. 25 წელია ამ ბაზარზე ვმუშაობთ, ჩვენი ძირითადი და ერთადერთი საქმიანობის თემა არის მარცვლეული, და შესაბამისად, როდესაც აკრძალვა მოხდება, ჩვენ გემით და სარკინიგზო ტრანსპორტით გავაგრძელებთ შემოტანას შეფერხების გარეშე. ხორბალი არ იყო ლარსზე პრიორიტეტული ნაკადი, ხორბალი ყოველთვის პრიორიტეტული იყო რკინიგზით და გემებით და ჩვენც, როგორც ყველა ნორმალური ცივილური კომპანია, გავაგრძელებთ რკინიგზით და გემით შემოტანას", – აცხადებს კომპანის"აგრიკომის" დირექტორი ქეთი კუბლაშვილი.


მისივე თქმით,- "მთავრობის გადაწყვეტილება – მთავრობის გადაწყვეტილებაა, უბრალოდ ჩემთვის და ზოგადად ხორბლის შემომტანებისთვის, ვინც ამ საქმიანობითაა დაკავებული, ეს იქნება კარგი ნაბიჯი, მანქანებით შემოტანა პრაქტიკულად ახალი წესია, ბოლო სამი წელია რაც ხდება ლარსიდან მანქანებით შემოტანა, იმიტომ რომ ხორბალი ეს ისეთი პროდუქტია, რომელზე ვაჭრობაც ხდება ყველა ცივილურ ქვეყანაში გემით და რკინიგზით. სავაჭრო პარტია დგება მხოლოდ ამ შემთხვევაში, ანუ მანქანებით ხორბლით ვაჭრობა არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი, დაუშვებელი და მიუღებელი ყველა ნორმალური კომპანიისთვის. შემიძლია ბოლო ორი წლის სტატისტიკა გითხრათ, მანქანით შემოდიოდა დაახლოებით 20-25% საერთო იმპორტიდან, (ჯამური იმპორტი 550 ათასი ტონა ხორბალია), 50% გადაზიდვის მოდიოდა რკინიგზაზე და დანარჩენი გემზე"-აცხადებს კუბლაშვილი.


საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, სექტემბრიდან ხორბლის ექსპორტ-იმპორტი მხოლოდ რკინიგზითა და პორტებით იქნება შესაძლებელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031