9-08-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეხედულებების რადიკალურ ცვლილებაზე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტის პოზიციების სისუსტე მის მიმართ უნდობლობას წარმოშობს.
„ჯერ კიდევ 9 წლის წინ სალომე ზურაბიშვილი 7 აგვისტოს ცალსახად აღიარებდა სააკაშვილის მხრიდან:
ა) საკუთარ თანამემამულეებზე მიტანილი იერიშის დღედ;
ბ) რუსეთის პროვოცირების დღედ, რამაც „ბიძგი“ მისცა ოკუპანტს ჩვენს ტერიტორიებს „გეგმიურად“ დაუფლებოდა, ხოლო თვით სააკაშვილზე ბრძანებდა, რომ სანამ მას სწორედ ამ დანაშაულის ჩადენისათვის არ გაასამართლებენ, საქართველო ვერც მის მიერ ჩადენილი ბოროტებისაგან გათავისუფლდება და ვერც რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ დანაშაულსა და ოკუპაციაზე...
ზოგადად, როდესაც ეცნობი ქალბატონი პრეზიდენტის 2014 წლის ამ პოზიციას, როდესაც ეცნობი მის პოზიციას 2017 წლის ბორჯომ-ბაკურიანის ტყეებში მასობრივ ხანძრებთან დაკავშირებით, სადაც არაორაზროვნად აცხადებს, რომ პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ ერთი ძალა ეგულება, ვის ინტერესებშიც შეიძლება შედიოდეს სავარაუდო დანაშაულის ჩადენა, როდესაც ეცნობი მის 2017 წლის სტატუსს, სადაც ის პირდაპირ გამოხატავს სკეპსისს, რომ ამერიკული სამხედრო დახმარება არა თუ არ დაეხმარება საქართველოს ოკუპანტ რუსეთთან გამკლავებაში, არამედ ხიფათის მეტს ვერაფერს მოუტანს საქართველოს...
მოკლედ, აი, ამ ყველაფერს რომ ეცნობი, ერთი მხრივ ხვდები, რით „მოგვთაფლა“, რა „გვაჭამა“, როდესაც მსგავსი შეხედულებების გამო საპრეზიდენტო კვარცხლბეკზე ავიყვანეთ. მაგრამ, აქვე უფიქრდები - ეს ყველაფერი წინასწარ ჩაფიქრებული მზაკვრობა იყო და მხოლოდ იმიტომ იფიქრა/თქვა/დაწერა ყოველივე, რომ ჩვენი ნდობა მოეპოვებინა, თუ მასში რეალურ „მეტამორფოზებს“ ადგილი ჰქონდა მხოლოდ 2021 წლის შემდეგ, როდესაც მის ცნობიერებაში/შეხედულებებში/მოტივაციაში რაღაც მავნებლურმა ძალამ შეაღწია, საკუთარი გეგმების ტყვეობაში აიყვანა, მძევლად გახადა და დღეს მისი მეშვეობით საკუთარი ბოროტი ზრახვების განხორციელებაში, სალომე ზურაბიშვილი თავის ძირითად „გავლენის აგენტად“ აქცია? მესამე ვარიანტს პირადად მე ვერ ვხედავ...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024