გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფუნქციები ერევა 112-ის ფუნქციებში

10-08-2023

„საგამოძიებო კომისიის შექმნამდე უდიდესი უფლებამოსილებები გააჩნიათ პარლამენტის წევრებს - ეს არის შეკითხვა, მინისტრთან და ნებისმიერი მინისტრისა, თუ პრემიერის დაბარება კომიტეტისა თუ საპარლამენტო ფორმატში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა აბსურდულია, რადგან შეკითხვების არსებობსი შემთხვევაში კომისიის მოთხოვნამდე სხვა პროცედურების ჩატარებაც შეუძლიათ.


 „სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფუნქციები ერევა 112-ის ფუნქციებში. უნდა, რომ რამდენჯერაც გაუჭირდება და კრიზისში აღმოჩნდება, საპარლამენტო კომისიამ შეასრულოს სასწრაფო დახმარების ფუნქციები. საჭიროა რეგლამენტის წაკითხვა. თუ ჩახედავენ, დაინახავენ, რა შემთხვევაში იქმნება საგამოძიებო კომისიები პარლამენტში, რადგან მანამდე უდიდესი უფლებამოსილებები გააჩნიათ პარლამენტის წევრებს - ეს არის შეკითხვა, მინისტრთან და ნებისმიერი მინისტრისა, თუ პრემიერის დაბარება კომიტეტისა თუ საპარლამენტო ფორმატში.


ბევრი ბერკეტის გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის კითხვები იარსებებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში კითხვები უფრო მეტად გაჩნდა იმ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების მიმართ, რომელთაც გაუქარწყლდათ ის ე.წ ნარატივები, რომელთა შექმნასაც აპირებდნენ“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031