გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: შინაგან საქმეთა მინისტრს არაფერი არ აქვს დასამალი; ის და მისი უწყება ძალიან მაღალ დონეზე იდგა და დგას... პარლამენტში მოსვლის პრობლემა ვახტანგ გომელაურს არასდროს არ ჰქონია

15-08-2023

„რადიკალური ოპოზიცია ცხოვრობს ომებით და ტრაგედიებით. თუ ომი და ტრაგედია არაა, ისე არავის არ ახსოვს ეს ხალხი და ეს თვითონაც კარგად იციან. როგორც კი, სამწუხაროდ ტრაგედია მოხდება, უნდათ, რომ ქვეყანაში რამენაირად ომი იყოს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ჯამში, რაც „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მინისტრი მოდიოდა პარლამენტში, ამ ხელისუფლების პირობებში ერთი თვის განმავლობაში მოდის.

 

„რადიკალური ოპოზიცია ცხოვრობს ომებით და ტრაგედიებით. თუ ომი და ტრაგედია არაა, ისე არავის არ ახსოვს ეს ხალხი და ეს თვითონაც კარგად იციან. როგორც კი, სამწუხაროდ ტრაგედია მოხდება, უნდათ, რომ ქვეყანაში რამენაირად ომის იყოს. ამ შემთხვევაში გაცოცხლდებიან ხოლმე და ამბობენ რომ ახლა ჩვენ უკანონოდ უნდა დავამხოთ ხელისუფლება და ა.შ... ესაა მათი სტილი.

 

აქედან გამომდინარებს იმ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაც. სხვათა შორის, უკვე თავად ოპოზიციაში არაა ერთიანი პოზიცია. თავად ის ფაქტი, რომ ჯერ არც იციან, რა საფუძველი შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის, მაშინ, როდესაც მოკვლევა დაწყებულია და უწყების ხელმძღვანელობამ ეს განაცხადა, ბუნებრივია, რომ მათ ერთადერთი არგუმენტი აქვთ - ეს არის მათი მხრიდან გარკვეული აჟიოტაჟის შექმნა. შინაგან საქმეთა მინისტრს არაფერი არ აქვს დასამალი.

 

ის და მისი უწყება ძალიან მაღალ დონეზე იდგა და დგას. პარლამენტში მოსვლის პრობლემა ვახტანგ გომელაურს არასდროს არ ჰქონია. ჯამში, რაც „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მინისტრი მოდიოდა პარლამენტში, ამ ხელისუფლების პირობებში ერთი თვის განმავლობაში მოდის. ამიტომ, ასეთ სპეკულაციებს უნდა დაანებონ თავი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930