გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი ნაცმოძრაობაზე: ამ ე.წ. პოლიტიკური პარტიის შესახებ ერთადერთი რაც აინტერესებს საზოგადოებას, ის არის, თუ რამდენ ნაწილად არიან დაყოფილები, ვინ რომელ ფრთას წარმოადგენს, რომ როგორმე არ მოხდეს საზოგადოებაში არეულობის შეტანა

22-08-2023

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ანგარიშს ეხმიანება.


მაჭარაშვილის თქმით, "ნაცმოძრაობის" ანგარიში არალეგიტიმურია, ვინაიდან ისინი სტიქიის ზონაში არ ყოფილან და ასე ანგარიშის შედგენა სრულიად არაადეკვატურია.


„ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ანგარიში, საზოგადოებისთვის იქნება აბსოლუტურად არასანდო, ელემენტარული მიზეზის გამო - ეს იგივეა ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში, ბოლო დროს მომხდარი ბუნებრივი მოვლენები, წყალდიდობები შეაფასოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც რაჭაში განვითარებული მოვლენები იმიტომ, რომ არც ერთგან და არც მეორეგან არ ყოფილან. არც რაჭაში ჩასულან, არც ამერიკაში და არც ევროპის ქვეყნებში.


შესაბამისად, მათი ანგარიში არავის არ აინტერესებს იმიტომ, რომ სადაც არ ყოფილან და არ აინტერესებთ რა ხდება, ბუნებრივია ამაზე შენი ანგარიში არავის აინტერესებს. ამ ე.წ. პოლიტიკური პარტიის ერთადერთი რაც აინტერესებს საზოგადოებას, ის არის, თუ რამდენ ნაწილად არიან დაყოფილები, ვინ რომელ ფრთას წარმოადგენს, რომ როგორმე არ მოხდეს საზოგადოებაში და პირველ რიგში, მათ მხარდამჭერებში რაიმე არეულობის შეტანა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930