22-08-2023
ექსპერტი ირაკლი ლატარია თეა გოდოლაძის მიერ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ეს ის თეა გოდოლაძეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რათა შოვის ტრაგედია ბოლომდე დაებრალებინა ხელისუფლებისთვის და მაშინ, როდესაც გმირი მაშველები ღამეებს ათენებდნენ რათა ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ, მწამებელთა პარტიას კოჭს უგორებდა და წარმოუდგენელ ისტორიებს თხზავდა“.
მისი თქმით, თეა გოდოლაძე ისედაც დაზაფრულ მოსახლეობას ბოლომდე ამწარებდა თავისი ვითომ კომპეტენტური და რეალურად ბოროტი დასკვნებით.
„წარმოგიდგენიათ გოდოლაძის ადგილას არა ნაცი რომ იყოს რას იზამდა მწამებელთა პარტია და მათი წარმომადგენლები? ალბათ აქციასაც გამართავდნენ სახელწოდებით: ,,არასრულწლოვნებს აწამებენ".
ეს ის გოდოლაძეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რათა შოვის ტრაგედია ბოლომდე დაებრალებინა ხელისუფლებისთვის და მაშინ, როდესაც გმირი მაშველები ღამეებს ათენებდნენ რათა ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ - ქალბატონი თეა : მწამებელთა პარტიას კოჭს უგორებდა და წარმოუდგენელ ისტორიებს თხზავდა და ისედაც დაზაფრულ მოსახლეობას, ბოლომდე ამწარებდა თავისი ვითომ კომპეტენტური და რეალურად ბოროტი დასკვნებით....
არ შევალ გოდოლაძის ბრალეულობაში, მაგრამ რაც ხდება მის თავს, ამაზე დიდი საშინელება ცოტა რამ თუ შეიძლება არსებობდეს...
მწამებლები ჩვენ გავუშვით ხელისუფლებიდან 2012 წელში და ისინი ვეღარასოდეს, ვეღარასოდეს მოუბრუნდებიან ქართველებს საწამებლად.....
ასეთი რამ მართლა არც კი წამიკითხავს არსად - შინაგანად იმდენად ბოროტები და ქართველთმოძულენი არიან, რომ შეუძლიათ იყვნენ კოვიდის, ღვარცოფის და ახლა უკვე - არასრულწლოვანთა მცემელთა მხარეს...
ძალიან სამწუხაროა რასაც ვხედავთ.. ღმერთმა აპატიოს ქალბატონ თეას, თურმე ეს ვინ ყოფილა“, - წერს ლატარია facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024