გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმა სექტემბრის ბოლოს დასრულდება

30-08-2018

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმა სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. ამის შესახებ მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერის მხრიდან საკითხით დაინტერესების შემდეგ განაცხადა.


„ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა ძალიან მალე დასრულდება. ჩვენ უკვე შეძენილი გვაქვს საჭირო სატრანსპორტო საშუალებები, ასევე, საჭირო აღჭურვილობა და ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს ჭირდებათ. ამ ეტაპზე იკერება ფორმები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის და მომდევნო თვეში, სექტემბრის ბოლოსთვის, უკვე მზად ვართ, დავასრულოთ რეფორმა და საზოგადოებას წარვუდგინოთ განახლებული ზედამხედველობის სამსახური“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31