30-08-2018
ეკონომიკის ექსპერტის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური ზრდის წინასწარ შაფასებასთან არის საკმაოდ პოზიტიური მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. რადგან, 2018 წლის ივლისის თვის 4,6%-ით ზრდა და შვიდი თვის საშუალო 5,5% ასახავს იმ ობიექტურ ფაქტორებს რომელიც არის ჩვენს ეკონომიკაში.
"ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მეტყველებს რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრი: იანვარ-ივლისში ექსპორტის 28,8%-იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იმპორტის 22,9%. ჯამურად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაზრდილია 24,4%-ით და დღგ-ს გადამხდელთა 11,8%-ით ზრდა. ეს კი დასტურია, იმისა, რომ ქვეყანაში გაზრდილია მოხმარება და ადგილობირივი წარმოება.
ასევე, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო 2018 წლის ზრდის ეკონომიკური პროგნოზი 5,5%-მდე აწია და პოზიტიურად შეაფასა ეკონომიკაში მიმდინარე რეფორმები.
საქართველოს ეკონომიკამ მოახდინა რეგიონში სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. იმ ფონზე, როდესაც საგარეო შოკები და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები ჩვენი ეკონომიკის თანმდევ პროცესად იქცა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური ზრდის შაფასებასთან არის საკმაოდ პოზიტიური მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. რადგან, 2018 წლის ივლისის თვის 4,6%-ით ზრდა და შვიდი თვის საშუალო 5,5% ასახავს იმ ობიექტურ ფაქტორებსრომელიც არის ჩვენს ეკონომიკაში.
ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მეტყველებს რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრი: იანვარ-ივლისში ექსპორტის 28,8%-იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იმპორტის 22,9%. ჯამურად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაზრდილია 24,4%-ით და დღგ-ს გადამხდელთა 11,8%-ითზრდა. ეს კი დასტურია, იმისა, რომ ქვეყანაში გაზრდილია მოხმარება და ადგილობირივი წარმოება.
ასევე, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო 2018 წლის ზრდის ეკონომიკური პროგნოზი 5,5%-მდე აწია და პოზიტიურად შეაფასა ეკონომიკაში მიმდინარე რეფორმები.
საქართველოს ეკონომიკამ მოახდინა რეგიონში სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. იმ ფონზე, როდესაც საგარეო შოკები და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები ჩვენი ეკონომიკის თანმდევ პროცესად იქცა.
ეკონომიკის 4,6 პროცენტიანი ზრდა მიმდინარე პროცების გათვალისწინებით, საკმაოდ პოზიტიურია“-აცხადებს ანგურიძე.