გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ქაცარავა: პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტი ჩვენს სამაგალითო თანამშრომლობას ახალ დინამიკას შესძენს

30-08-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო ქაცარავას შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში და დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ სტრატეგიული და პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს, რაც ისტორიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას.

"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებით წარმატებულია, რაც ბუნერივია პოზიტიურ გავლენას ახდენს მთლიანად რეგიონის განვითარებასა და სტაბილურობაზე.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ყველა იმ სტრატეგიული მიმართულების განხილვა, რაც აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს. საქართველოს ენერგეტიკული და სატრანზიტო მნიშვნელობის ზრდის გათვალისწინებით, შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ისეთ საკთხებზე, როგორიც არის საერთაშორისი სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი და სხვა. ყველა ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნებისთვის და შესაბამისად, ვართ დაინტერესებულები, რომ გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც მომავალში ამ პატნირობას უფრო თვალსაჩინოს გახდის და მეტ ხელშესახებ შედეგს მოუტანს როგორც ორ ქვეყანას, ასევე მთლიანად რეგიონს.

აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასს, ასევე, ჩვენ შევძელით ერთად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტების განვითარება, პროექტების რომელიც აკავშირებს ევროპას და აზიას, რაცთავის მხრივ კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს და ზრდის ქვეყნების მნიშვნელობას საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დინამიკას შესძენს ჩვენს სამაგალითო თანამშრომლობას"-აცხადებს ქაცარავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930