26-08-2023
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მღვდელმთავრად კურთხევის 60 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ოდიშარია პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას ილია II-ს მღვდელმთავრად კურთხევიდან მე-60 წელი შეუსრულდა.
60 წელზე მეტია, ერთგულად და მთელი ძალისხმევით იღვწის მისი უწმინდესობა ჩვენი რწმენაში გაძლიერებისა და სულიერი სიმტკიცისათვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ეკლესია-მონასტრების გადარჩენისა და აღდგენისათვის.
ვულოცავ ერის სულიერ მესაჭეს ამ მნიშვნელოვან თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ქართველი ხალხის საიმედოდ“, - წერს ოდიშარია.
16-11-2024
16-11-2024