გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი: ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ კარგია

30-08-2018

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკს კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს.


„ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები საკამოდ კარგია. ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ 4,6 % შეადგინა და საბოლოო ჯამში მეორე კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6 %-ის ნიშნულზე დაფიქსირდა. ეს შედეგებია გამოწვეულია როგორც ექსპორტის, ასევე ტურიზმის ზრდით და პლუს იმ ეკონომიკური პოლიტიკით რომელიც გაატარა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ“-აცხადებს პარლამენტის წევრი.


მისი განცახდებითვე, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდის ბოლო შეფასება. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან საფინანსო ინსტიტუტს თუ ეკონომიკური ზრდა 2018 წელში ნავარუდევი ქონდა 4,8 % -ზე, წლევანდელი წლის დინამიკა 5,5-მდე აწია. „ეს ცალსახად ადასტურებს რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ატარებს მთავრობა, არის სწორი. ეკონომიკური პოლიტიკა არის ინკლუზიური და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე იგრძნობს ამ დინამიკას რაც ქვეყანაში შეინიშნება“-აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი.


შეგახსენებთ, რომ „საქსტატმა“ დღეს ეკონომიკური ზრდის ახალი მაჩვენებელი გამოქვეყნა. ამ მონაცემებით, 2018 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 5.3 პროცენტს, მეორე კვარტლის საშუალო ზრდა 6.0 პროცენტს, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930