გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოჩა ენუქიძე: საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება მანიპულაციებით ვეღარ მოხდება

30-08-2018

"საინვესტიციო ბინადრობის მიზანია ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა და საინვესტიციო ბაზრის გაჯანსაღება. მაგრამ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების ასახვვა საკანონმდებლო დონეზე, მითუმეტეს მაშინ როდესაც საკითხი ეხება მუდმივ ან გრძელვადიან ბინადრობის ნებართვას"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

"ჩვენს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის საფუძველზე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ნაცვლად მუდმივისა განისაზღვრება 5 წლის ვადით, მოხდება დაწესებული თანხობრივი ცენზის გაზრდა 300 000 ლარიდან 300 000 აშშ დოლარამდე, დაწესდება ინვესტიციის კეთილსინდისიერად განხორციელების კონროლის მექანიზმი, ყოველწლიურად წარსადგენი ფინანსური ბრუნვის ვალდებულების საფუძველზე, აღნიშნული იქნება გარანტი იმისა რომ ინვესტორის ინტერესები რეალურია და არ შეიცავს ფიქციის ელემენტებს.


იმ შემთხვევაში თუ ყოველწლიური ფინანსური ბრუნვა იქნება დაწესებულ ოდენობაზე ნაკლები, პირს ჩამოერთმევა ბინადრობის ნებართვა.


ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა იმ შემთხვევაში თუ ის შეიძენს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის უძრავ ქონებას და შეინარჩუნებს მასზე საკუთრებას 5 წლის ვადით, გასხვისების შემთხვევაში ბინადრობის უფლება გაუქმდება.


ჩვენი ქვეყანა ვითარდება და დღითიდღე უფრო მიმზიდველი ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ამიტომ საჭიროა ბინადრობის ნებართვებისათვის დაწესებული სტანდარტების მაქსიმალურად დაახლოვება ევროკავშირის პრაქტიკასთან"- აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930