გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: დღეიდან ქვეყანას ჰყავს „იმპიჩმენტ-პროცედურული პრეზიდენტი“ („იპპ“), რასაც შესაბამისი დასკვნით დააგვირგვინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

1-09-2023

„დღეს პრეზიდენტმა დატესტა ხელისუფლება რამდენად სცემს იგი პატივს კონსტიტუციას და მგონი, რომ ამ ტესტმა წარმატებულად ჩაიარა“, -ასე ეხმაურება,„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თაობაზე.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დღეიდან ქვეყანას ჰყავს დახარვეზებული მთავარსარდალი და ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებამ, ამის შესახებ უნდა იცოდეს და თავად გადაწყვიტოს, რამდენად უღირს საქართველოს მთავრობის წინაშე საკუთარი თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს.

 

„დღეს პრეზიდენტმა დატესტა ხელისუფლება რამდენად სცემს იგი პატივს კონსტიტუციას და მგონი, რომ ამ ტესტმა წარმატებულად ჩაიარა. საქართველოს კონსტიტუციის უხეში, დემონსტრაციული და გამომწვევი დარღვევის გამო, ქვეყნის ისტორიაში პირველად, მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ინიცირებულია მისი იმპიჩმენტის პროცედურა. დღეიდან ქვეყანას ჰყავს „იმპიჩმენტ-პროცედურული პრეზიდენტი“ („იპპ“), რასაც შესაბამისი დასკვნით დააგვირგვინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი დასკვნა იქნება ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის, „ლედი ვინტერის“ მიმართ ჯალათის მიერ მხარზე „შროშანის სტიგმის“ დადების ტოლფასი, რაც ძალზე სიმბოლურად მეჩვენება „იპპ“ ზურაბიშვილის „რუსული კანონის“ სტიგმატიზირების პროცესებში მიღებული სამარცხვინო მონაწილეობის შემდეგ.

 

თუ ბუმერანგმა ჯერ არ მიაღწია თავის მიზანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან კურსი შეცვალა. ის უბრალოდ ჯერ გზაშია და არავის არ ასცდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „იპპ“-ს სტიგმის ოფიციალური დადების შემდეგ, პარლამენტმა 100 ხმით უნდა დაამტკიცოს საიმპიჩმენტო პროცედურა. ისიც საინტერესოა, რამდენი აარიდებს ამას თავს იმ ბანაკიდან, რომლის „იპპ“-სთან მიმართებით თავის დამოკიდებულებაში, სიმბოლოებად იქცნენ ფხიზელი ნიკა გვარამია და „ორბელიანის სასახლის“ წინ რუპორით ხელში მდგომი მთვრალი მეგი გოცირიძე.

 

ყველა ვარიანტში, დღეიდან ქვეყანას ჰყავს „იპპ“ დახარვეზებული მთავარსარდალი და ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებამ, მისი შესაბამისი „პატივით“ მიღების დროს, ამის შესახებ უნდა იცოდეს და თავად გადაწყვიტოს, რამდენად უღირს საქართველოს მთავრობის წინაშე საკუთარი თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს“, -წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930