1-09-2023
„საქართველოს პრეზიდენტმა შეძლო და მოახერხა იმდენი, რომ მიიღო იმპიჩმენტის დაწყების პროცედურა, იმდენად აშკარად დაარღვია კონსტიტუცია“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა, სადაც ის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გამოეხმაურა.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შემთხვევები, როდესაც არღვევდა კონსტიტუცია, მაგრამ ბოლო იმდენად აშკარა იყო, რომ ამაზე არ რეაგირება იქნებოდა შეურაცხყოფა თავად კონსტიტუციისათვის.
„სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო წლების განმავლობაში ხალხსაც მიაყენა შეურაცხყოფა, კონსტიტუციაც არაერთხელ დაარღვია და ბოლოს უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოინდომა წასვლა, მათ შორის, ევროპული ვიზიტების მომიზეზებით. ანუ „იმდენი თხარა, თხარა, რომ გამოთხარა იმპიჩმენტი“ - ეს არის სამწუხარო რეალობა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეძლო და მოახერხა იმდენი, რომ მიიღო იმპიჩმენტის დაწყების პროცედურა, იმდენად აშკარად დაარღვია კონსტიტუცია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მას ჰქონდა შემთხვევები, როდესაც არღვევდა კონსტიტუციას, მაგრამ ბოლო იმდენად აშკარა იყო და პრაქტიკულად საქართველოს საზოგადოებისთვის თავზე გადახევა კონსტიტუციის, რომ ამაზე არ რეაგირება იქნებოდა შეურაცხყოფა თავად კონსტიტუციისათვის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.