გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

30-08-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ არაერთგზის ჩადენილი ნარკოდანაშაულის, მათ შორის დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებული, ასევე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ.ჯ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-მუხლის მე-3 ნაწილით, მესამე ნაწილის „ა“ და „დ“, მეხუთე ნაწილის „ა“ და „დ“, მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი).


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვა-გასაღებისთვის ნასამართლევმა ნ.ჯ.-მ სხადასხვა დროს უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, შემდეგ კი გაასაღა ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ნ.ჯ.-მ 2017 წლის 16 სექტემბერს 0.234 გრამი, 22 სექტემბერს 0.2595გრამი, ხოლო 26 სექტემბერს 0.2424 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 300 – 300 ლარად გაასაღა ა.დ.-ზე.


ასევე დადგინდა, რომ ნ.ჯ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 11,111265 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,124072 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“(მარილი), საიდანაც ნაწილს პირადად ინახავდა, ნაწილს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხოლო ნაწილს მისი მართვის ქვეშ მყოფ „ჰონდა“-ს მარკის ავტომანქანაში.


სამართალდამცველებმა ნ.ჯ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2017 წლის 2 ოქტომბერს ქ.რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ასევე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში წონაკებად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება 11,111265 გრამი „ჰეროინი“ და 1,124072 „მორფინი“(მარილი) იქნა ამოღებული.


ნ.ჯ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილით, მესამე ნაწილის „ა“ და „დ“, მეხუთე ნაწილის „ა“ და „დ“(დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ჩადენილი არაერთგზის), მეექვსე 6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ჯ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930