გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

30-08-2018

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, 31 აგვისტოს დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება: 


სამგორის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის (ნაწილობრივ), წინანაურის, ორთაჭალის, მელქაძის, ნადიკვარის, ბერძნის, კალანდაძის და ათონელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაკელიას, ძმები ზუბალაშვილების, მესხის, ლიხის, ვეძინის, ჩაბალის, ქიქოძის და ალექსანდერე ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის შესახვევის და გივი სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ზურაბ საკანდელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, იოსელიანის, ახალშენის და ბალანჩივაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონიაშვილის, ვაზისუბნის, ილია ოდიშელიძის, ზემო ვეძისის, ვოლოდარსკის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, გაბრიელ ისაკაძის, ლვოვის, ლუქსემბურგის, აბაშიძის, ცხინვალის, არდაზიანის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, იოსებ ბაქრაძის, კანდელაკის, ოდესის, ნუცუბიძის, მგალობლიშვილის და ლევანდოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ცაგარელის და მიცკევიჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930