გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
The New Indian Express-“სიღრმისეულად გავიცნოთ იმერეთი“

7-09-2023

ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემა The New Indian Express საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა კაპლანა სუნდერმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. ჟურნალისტი საქართველოს ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის "Air Indigo" პირველი პირდაპირი ავიარეისით ესტუმრა. დელი-თბილისი-დელის მიმართულებით კვირაში ფრენები სამჯერ სრულდება.  პრესტურის მიზანია   ინდოეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდაა.


„ბევრი მოგზაურისთვის ქუთაისი მხოლოდ დროებითი გასაჩერებელი ადგილია,  მაგრამ ეს ქალაქი გაცილებით მეტ შესწავლას იმსახურებს.


ქუთაისის ცენტრში საოცარ კოლხურ შადრევანს იხილავთ. ლურჯ მოზაიკურ კვარცხლბეკზე  ოცდაათი მოოქრული ფიგურა მდებარეობს. ფიგურები ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტების მიხედვით აეწყო: ლომები, ირმები, ცხენები და სხვ.


შუა საუკუნეების საქართველოს დედაქალაქი ქრისტიანობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო მე-11 და მე-12 საუკუნეებში.  ქალაქში უამრავ ეკლესიას აღმოაჩენთ. 

ქუთაისის მწვანე ბაზრის კედელზე გამოკვეთილია კოლხეთის სამეფოს, მედეას, იასონისა და ოქროს საწმისის სცენები.  ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ეს ოქროს მიწა იყო. აქ იყიდება იმერული ყველი, ჩურჩხელა, სახლში დამზადებული სუნელები და უამრავი სხვა პროდუქტი“,-წერს სტატიის ავტორი და ქუთაისთან ერთად იმერეთის სხვა ტურისტულ ადგილებს და იმერულ სამზარეულოს აღწერს.


„ქუთაისი იუნესკოს ძეგლებით, მონასტრებითა და მღვიმეებით არის გარშემორტყმული. 1106 წელს აშენებულ გელათის მონასტერში სწავლულთა აკადემია დაარსდა. აქ თქვენ იხილავთ ბიზანტიური სტილის ფრესკებს. გელათთან ახლოს მოწამეთას მონასტერია, რომელიც ხეობას გადაჰყურებს. აქ მდებარეობს ქრისტიანობისთვის წამებული ორი ძმის, დავითისა და კონსტანტინეს საფლავები. ქუთაისთან ახლოს აღმოაჩენთ თეთრას მღვიმეს, რომელიც კირქვით არის გაჟღენთილი.   მღვიმე ღვინის შესანახად გამოდგებოდა, რაც მის უნიკალურობაზე მეტყველებს. თეთრას მღვიმეს სამკურნალო ფუნქციაც აქვს. ამ მღვიმეში მოხვედრა განსაკუთრებით სასარგებლოა ბრონქული ასთმის მქონდე ადამიანებისთვის“-წერს კაპლანა სუნდერა.


The New Indian Express ინდოეთში ყოველდღიურად 600 ათასი ტირაჟით იბეჭდება. გამოცემას სოციალურ ქსელებში 4 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

https://www.newindianexpress.com/lifestyle/travel/2023/sep/03/dive-deep-into-churches-and-churchkhela-atkutaisi-in-georgia-2610438.html

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031