გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ხიდურელი: განახლებადი ენერგიის მცირე პროექტების დაფინანსებით, ხელს შევუწყობთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას

7-09-2023

"ჩვენი სააგენტოს პორტფელის ფარგლებში მუდმივად ვნერგავთ ახალ კომპონენტებს, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებას. ამჯერად, „აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთ ეკონომიკურ სამიანობას - ელექტროენერგიის წარმოებას დააფინანსებს. ვფიქრობ, განახლებადი ენერგიის მცირე პროექტების დაფინანსებით, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას ხელს შევუწყობთ" - ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.


ელექტროენერგიის წარმოების დაფინანსების კომპონენტი „აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის პროგრამას დაემატა.


აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისთვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდროენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.


„სააგენტო მზად არის ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც მზის, ქარისა და ჰიდრო ელექტროენერგიას აწარმოებენ. ვფიქრობთ, ეს დაეხმარება როგორც ენერგეტიკის დარგის, ასევე ჩვენი ქვეყნის ენერგომომავალის განვითარებას", - აღნიშნა „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.


„ბიზნეს უნივერსალის" პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.


პროგრამის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის სრული ვადით - სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით.


„ბიზნეს უნივერსალის" პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია დამატებითი სარგებლის მიღება უზრუნველყოფის ნაწილში. პროგრამა აფინანსებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930