7-09-2023
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ეხებოდა ნიკა მელიას მიერ შეტანილ სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ.
ქადაგიძე მადლობას უხდის სტრასბურგის სასამართლოს მელიას მოთხოვნების არ დაკმაყოფილებისთვის და პოსტში ასევე, აღნიშნავს რომ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება გიორგი გახარიასაც ეხება, რომელიც მელიას დაკავების საკითხს სამართლებრივად მიზანშეუწონლად ასაღებდა.
„მელია რომ ბითურია პოლიტიკურად და ახლა სამართლებრივად, ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა ის, რასაც ელოდა ყველა ჭკუათმყოფელი, მაგრამ
მელიაზე ბითური იცით, ვინ არის?
აი, თავი კაცი რომ ჰგონია და ჩვეულებრივი “დოქსოპულო” აღმოჩნდა, მელიას დაკავებაზე რომ დახურდავდა და ასე, “ხურდა-კაცად” დარჩა! დიახ, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება მელიაზე მეტად გახარიას უფრო ეხება, იმ ნაძირალას, რომელიც გვიმტკიცებს საკუთარ სიმართლეს და მელიას დაკავებას სამართლებრივად მიზანშეუწონლად გვასაღებს… ანუ რა გამოდის, რომ მელიას
“ხურდა-გახარია” რისთვის გადადგა? ერთი სასპეკულაციო დაკავების სამართლებრივი საკითხი ჰქონდა და ახლა ეგეც აღარ აქვს… პოლიტიკურ სანაგვეს კიდევ ერთი ბითური შეემატა.
მადლობა სტრასბურგს!“, - წერს ქადაგიძე.