გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სამართალწარმოება ჩვენი პრიორიტეტია

31-08-2018

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურაში რეორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის მკვეთრად გაუმჯობესებას ემსახურება.

მისი თქმით, ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება სწორედ ადამიანის უფლებებზე ზრუნვასა და მთელი რიგი საკითხების გაუმჯობესებას უნდა ეფუძნებოდეს.

„ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სამართალწარმოება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ ნებისმიერი რეორგანიზაცია და ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება სწორედ ადამიანის უფლებებზე ზრუნვასა და მთელი რიგი საკითხების გაუმჯობესებას უნდა ეფუძნებოდეს. შესაბამისად ეს რეორგანიზაცია სწორედ იმას ემსახურება, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი კიდევ უფრო მკვეთრად გაუმჯობესდეს.

ჩვენ 2012 წლიდან პროკურატურა რეალურად სამართალწარმოების ორგანოდ გადავაქციეთ და არა იმ ორგანოდ, როგორიც 2012 წლამდე იყო. ჩვენ კიდევ არ ვართ იმ ხარისხით კმაყოფილი, რაც დღეს გვაქვს. კიდევ უფრო გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვა გვსურს. ეს რეორგანიზაცია ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. რეორგანიზაციის დასრულებამდე პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს დანამატი და პრემიები უჩერდებათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930